ხვალ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან

ხვალ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანდასწრებით,  ერთმანეთს შეხვდებიან – ამის შესახებ “ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, შეხვედრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, საუბარი შესაძლოა,  შეეხოს საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის განხილვასაც.