ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი ასლან ბჟანია გახდა. დე-ფაქტო  მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს მოლაპარაკებებისთვის ორმხრივი მოედანი სჭირდებათ.

ასლან ბჟანიამ РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

-„ქართველები და საქართველო ჩვენი მეზობლები არიან. გვინდა თუ არ გვინდა, დიდი რაოდენობით კონტაქტი გვაქვს მოქალაქეების დონეზე. ეს ის ხალხია, ვინც ცხოვრობს, საზღვარს კვეთს. ხალხს სხვადასხვა პრობლემა უჩნდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს უწევს იქ წასვლა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ისეც ხდება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენები საქართველოში იმალებიან. პირიქითაც ხდება. ასევე მოგეხსენებათ, რომ ენგურის ჰესს ერთობლივად ვუწევთ ექსპლუატაციას. ესეც კონტაქტების გარკვეული დონეა“