“ფილოსოფოსებო და ,,პრადვინუტებო”, კანონის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ ჯერ!..”

„ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე აღშფოთებულია ქუჩაში ყოველ ნაბიჯზე დანახული კანონდარღვევებით და ამბობს, რომ თუ სასწრაფოდ არ ვისწავლით კანონის პატივისცემას, საქართველოს ვერანაირი ძალა ვერ უშველის.

-“რომ გადახედოთ პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, ჟურნალისტების – პოსტებს, ინტერვიუებს, ანალიტიკურ მასალებს, სატელევიზიო გამოსვლებს, ჩვენი ქვეყნის უბედურებას, ერთი ნაწილი რუსეთს აბრალებს, მეორე ნაწილი – დასავლეთს, ხოლო ვითომ ფილოსოფოსები და ძალიან ,,პრადვინუტები” – მასონებს და სიონისტებს აბრალებენ. არადა, რაც გვჭირს, ჩვენი თავიდან გვჭირს. ქართული ანდაზა მაინც გავიხსენოთ – რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. რატომ დავწერე ეს პოსტი? დღეს მომიწია რუსთაველზე ყოფნა პატარა საქმე მქონდა და უყურებდი როგორ გადადიოდნენ შუა რუსთაველზე ქვეითად მოსიარულეები, არადა მიწისქვეშა გადასასვლელი გვერდით იყო.თან ისეთი 50 წელს გადაცილებულები მაინც იქნებოდნენ. საბჭოთა კავშირში რომ გაიზარდნენ და რომ კითხო კულტურა და საზოგადოებაში მოქცევის წესები რომ არ ეშლებათ.

სანამ კანონის პატივისცემას არ ვისწავლით, სანამ ჩვენ თავად არ მივხვდებით, რომ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ ყველა უბედურების სათავე, სანამ არ გავითავისებთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და ჩვენს დასაცავს არავინ არ დაიცავს, მანამ ვერც ნატო გვიშველის, ვერც ევროპა და ვერც რუსეთი!”

კომენტარის დატოვება