ხუნდაძეს კონსტიტუციის გადაწერა და “ოცნების” შეცდომის გასწორება სურს

მცხეთის მაჟორიტარს კონსტიტუციის გადაწერა სურს და ეს იმისთვის, რომ ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.

ხუნდაძე ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეცდომა დაუშვა, როცა ახალ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ 2024 წელს ქვეყანაში არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. მონანიებას კი ახალი კანონპროექტით აპირებს.

დეპუტატს უკვე  9 მომხრე ჰყავს, მათ უკვე დააკომპლექტეს საინიციატივო ჯგუფი. იმისთვის, რომ ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს და პარლამენტი კი ორპალატიანი გახდეს, მცხეთის მაჟორიტარი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

უმრავლესობის უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა, ნაწილი დიმიტრი ხუნდაძეს აკრიტიკებს, ნაწილი კი აქცენტს მოსახლეობის არჩევანზე აკეთებს.