,,შეცვალე” და ,,სირცხვილიას” წევრები აქცია-პერფორმანსს  მართავენ სასტუმრო ,,ბილტმორთან”

მარიამ ახალკაცი

,,შეცვალე” და ,,სირცხვილიას” წევრები აქცია-პერფორმანსს  მართავენ სასტუმრო ,,ბილტმორთან”.

აქციის ორგანიზატორება სიმბოლურად ადგილზე საარჩევნო ყუთი დადგეს, რომელზეც დაკრულია ბიძინა ივანიშვილის სურათი და აწერია “იძებნება” აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ ფორმით ევროპელი დიპლომატები დაინახავენ, რომ “არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა და ის ამის გამო იძებნება”.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ამავდროულად თქვეს, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანუნლი მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

გთავაზობთ აქციის ლაივს :https://www.facebook.com/Shecvale/videos/456216798418313/