პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპენსიო ფონდის დირექტორის ,თანამდებობის დატოვებას ეხმაურება

მარიამ ახალკაცი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპენსიო ფონდის დირექტორის, ლევან სურგულაძის მიერ თანამდებობის დატოვებას ასე ეხმაურება -“ადამიანმა თქვა მინდა წასვლა და ძალით ხო არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“

პრემიერმა სააგენტოს უკვე ყოფილ ხელმძღვანელს შესრულებული სამუშაო შეუქო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ის მენეჯერი იყო და ფონდში აუმრავი სხვა ადამიანი აკეთებს საქმეს.

„მაინც შესძინეთ პიკანტურობა. საპენსიო რეფორმა ქვათკუთხედია სოციალური სტაბილურობის. ბატონმა სურგულაძემ საწყის ეტაპზე კარგად შეასრულა ფუნქციიები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარებს. ის იყო მენეჯერი და სააგენტოს ბევრი სხვა მმართველი ჰყავს. ადამიანმა თქვა მინდა წასვლა და ძალით ხო არ ვამუშავებ, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ლევან სურგულაძემ წასვლის შესახებ განცხადებით სამეთვალყურეო საბჭოს უკვე მიმართა. მას წასვლის მიზეზები მედიასთან  არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ სხვა გეგმები აქვს, რასაც საზოგადოება მალე შეიტყობს. ლევან სურგულაძე, ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დამტკიცებული.