ხუნდაძე ზოიძის ნაცვლად – “ამბოხებული დეპუტატის” ახალი თანამდებობა

როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი,  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე  დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წარადგინეს. ცნობილია ისიც, რომ ხუნდაძის კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა აკაკი ზოიძემ დატოვა.

ზოიძის პროტესტი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნას და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაზე უარის თქმას უკავშირდებოდა.