ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუჯეტის თანხის მითვისების საქმეზე ბრალი წარედგინა

მარიამ ახალკაცი

 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას, მუნიციპალიტეტის ერთ თანამშრომელსა და კომპანია კუნძულის დირექტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხმების უკანონოდ დაუფლების საქმეზზე ბრალი წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი კაკულიამ ფოთის მერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილ უფროსთან ერთად ბოროტად გამოიყენა სამსახურებვრივი უფლებამოსილება და კომპანია კუნძულის დირექტორს უპირატესობა მიანიჭა, რის გამოც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაირღვა.

გამოძიების განმარტებით, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს საჯარო მოხელეებმა ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9 102 139,71 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222,81 ლარით ნაკლები სამუშაო.

საჯარო მოხელეებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 25.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობის თანხის მითვისება), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება).

რაც შეეხება კუნძულის დირექტორს, მას ბრალლი წარედგინა 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობის თანხის მითვისება), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით წარედგინათ (ჯგუფურად ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება).