პარლამენტმა 14 კანდიდატი უვადოდ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარა კენჭი. პარლამენტმა 14 კანდიდატი დაამტკიცა უვადოდ, ეს ის კანდიდატები არიან, რომლებსაც რეკომენდაცია იურიდიულმა კომიტეტმა გაუწია.

თითოეულ კანდიდატს უზენაეს სასამართლოში განწესებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

დაამტკიცეს: მერაბ გაბინაშვილი (86 მომხრე, 1 წინააღმდეგი); მირანდა ერემაძე (83 მომხრე, 1 წინააღმდეგი); მამუკა ვასაძე (88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი); მაია ვაჩაძე (90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი); თამარ ზამბახიძე (89 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი); შალვა თადუმაძე (89 მომხრე, 1 წინააღმდეგი); ვლადიმერ კაკაბაძე (86 მომხრე, 1 წინააღმდეგი); ლევან მიქარებიძე (89 მომხრე, 1 წინააღმდეგი); გიორგი მიქაუტაძე (85 მომხრე, 1 წინააღმდეგი); ნუგზარ სხირტლაძე (90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი); ლალი ფაფიაშვილი (88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი); ნინო ქადაგიძე (85 მომხრე, 1 წინააღმდეგი); ქეთევან ცინცაძე (85 მომხმრე, 1 წინააღმდეგი); ალექსანდრე წულაძე (87 მომხრე, 1 წინააღმდეგი);

არ დაამტკიცეს: თამარ ალანია, შოთა გეწაძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი.

პარლამენტის მიერ არჩეული კანდიდატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მანტიას უვადოდ მოისხამენ. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები.