ანრი ოხანაშვილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე“ – სამართლებრივი რეგულირება განვახორციელეთ, რაც არცერთ შემთხვევაში არ უკავშირდება აქციებს და პროტესტს

კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში – დარღვევების 80 პროცენტი ხდება ჩვეულებრივ ყოფით ურთიერთობაში და არანაირი კავშირი არ აქვს ამას შეკრებასთან და პროტესტთან, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

“კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ თითქოს, ხულიგნობა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა საპროტესტო აქციებზე ხდება და თითქოს ეს უკავშირდება შეკრებას და გამოხატვის თავისუფლებას.

თითქმის 80 პროცენტი ასეთი დარღვევების ხდება ჩვეულებრივ ყოფით ურთიერთობაში და არანაირი კავშირი არ აქვს ამას შეკრებასთან და პროტესტთან. ჩვენ ქვეყანაში, “ქართული ოცნების” პირობებში რა სტანდარტითაც არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, ამით საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღნოსავლეთ ევროპაში, ამიტომ არავინ არ შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. აქ საუბარია შემთხვევებზე, როცა პირი კანონდარღვევას სჩადის და საუბარია არაერთგზის, არამედ რეციდიულ შემთხვევებზე, ამიტომ ჩვენ პროპორციული სამართლებრივი რეგულირება განვახორციელეთ, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უკავშირდება აქციებს, პროტესტს,”- განაცხადა ოხანაშვილმა.