,,ამ ცხოვრების დედაც” საპროტესტო წარწერები ზუგდიდის სკეიტ-პარკშიც გამოჩნდა

,ამ ცხოვრების დედაც” – საპროტესტო წარწერები ზუგდიდის სკეიტ-პარკშიც გამოჩნდა.

როგორც პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, “კურიერს” განუცხადა, წარწერები თბილისში 15 წლის მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტსა და მის სავარაუდო გამომწვევ მიზეზს უკავშირდება.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტით შეძრულია და სოლიდარულია სკოლის მოსწავლის მიმართ, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა.