თეა წულუკიანი ბრიფინგზე ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

მარიამ ახალკაცი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე კომენტარისას თქვა, რომ კერძო სკოლების მიმართაც უნდა იყოს ისეთივე მოთხოვნები, როგორიც საჯარო სკოლების მიმართ არის. ამის შესახებ მან დღეს, 19 დეკემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა:

“უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებაროს იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. ეს უნდა იყოს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტი. ის რომ კერძო არიან, არ ნიშნავს, რომ განყენებულათ უნდა იყვნენ და არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი რეგულაციები”.

15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

გუშინ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აქციები გაიმართა იაშვილის კლინიკასთანაც, სადაც მოქალაქეებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. პარალელურად კი აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მწვანე სკოლასთან წარწერები — “ამ ცხოვრების დედაც!” დატოვეს