კუხიანიძე დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს

ვაჟა გაფრინდაშვილზე და მის ოჯახზე გავრცელებული განცხადების გამო, სკანდალში გახვეული საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს. მან სხდომა კენჭისყრამდე დატოვა .

საკრებულოს 33 დეპუტატის გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება, თუმცა კი ის აღარც “ქართული ოცნების” ფრაქციის წევრია და აღარც გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე