ერეკლე კუხიანიძე დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს

მარიამ ახალკაცი

ერეკლე კუხიანიძე დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს.

ვაჟა გაფრინდაშვილზე და მის ოჯახზე გავრცელებული განცხადების  გამო ერეკლე კუხიანიძე სკანდალში გაეხვა.

ერეკლე კუხიანიძე, რომელიც ყოფილი თანაგუნდელებისგან სხვა გადაწყვეტილებას ელოდა, საკუთარ თანამდებობებთან დაკავშირებით კენჭისყრის შედეგებს არ დალოდებია. ჟურნალისტებთან კი განმარტა, რატომ არ დატოვებს დეპუტატის მანდატს.

კუხიანიძის გამოსვლის შემდეგ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები შევიდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, დეპუტატთან მუშაობა მათთვის რთულია, თუმცა მისთვის დისკომფორტის შექმნას არასდროს მოერიდებიან.

ოპონენტების თქმით, ერეკლე კუხიანიძის მხრიდან დეპუტატის სტატუსის ტარება ვაჟა გაფრინდაშვილის წინაშე დანაშაულის ტოლფასია. უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ მანდატის დატოვება კუხიანიძის მორალური პრეროგატივაა.