„ახლა დედას არ შეუძლია, რომ გამოძიებას ჩვენება მისცეს. არ არის კარგად”

მარიამ ახალკაცი

დეტალები მან დედისგან და ძმისგან, 10 და 11 დეკემბერს, მას შემდეგ მოისმინა, რაც მისი ძმა „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების ბრალდებით დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოკითხეს.

„ახლა დედას არ შეუძლია, რომ გამოძიებას ჩვენება მისცეს. არ არის კარგად. თუმცა, რამდენიმე დღეში, აუცილებლად მივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და დეტალურ ჩვენებას მისცემს გამოძიებას“ – 15 წლის ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე, ლუკას პოლიციაში გამოკითხვის დეტალებს იხსენებს.

გამოკითხვიდან რამდენიმე საათში, „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლე, ლუკა სირაძე, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. ერთი კვირის თავზე, 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.