დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხმაურის ფონზე აინთო

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხმაურის ფონზე აინთო. ორგანიზაცია “შეცვალეს“ წევრები რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხის შეცვლას ითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტები რესპუბლიკის მოედანზე იმ დროს მივიდნენ, როდესაც მოქალაქეები თბილისის მერთან ერთად, ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას ზეიმობდნენ.

ქალაქის მერი აცხადებს, რომ ნაძვის ხე ბუნებრივთან მიახლოებულია და ძალიან ლამაზია. ჟურნალისტებთან მიცემული კომენტარით ირკვევა, რომ თბილისის მერია გაისადაც ახალი ნაძვის ხის ყიდვას გეგმავს.