“ამიერიდან უფრო მაგრად ვიმუშავებთ, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!..”

TV პირველი

ვატო წერეთელი

55 მილიონი შეიძლება აპატიო სამთავრობო არხებს, მიმდინარე 100 ათასზე კი უკომპრომისო უნდა იყო ტვ პირველის წინააღმდეგ და საახალწლო დღეებში სადამსჯელო ბერკეტად გამოიყენო. ორი კვირაც არ უნდა ადროვო. სასწრაფოდ გაამზადო წერილი და გამოგზავნო ტელევიზიებში, რომლებიც შენს კონტროლს არ ექვემდებარებიან. 55 მილიონი შეიძლება, მოაკლო ჯარს, პოლიციას, სოციალურად დაუცველებს და მთელ ქვეყანას, 100 ათასი კი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ 1 დღე უნდა დაუტოვო ტელევიზიას. ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების პატიებას, პირიქით, 5 წელია პირნათლად ვასრულებთ ყველა ვალდებულებას. რა ვუყოთ ორმაგ სტანდარტს ? როგორ გავიგოთ ეს ამბავი, თუ არა სადამსჯელო ღონისძიება? ამ მეთოდით გაგვაჩერებთ, თუ გავლენას მოახდენთ ჩვენზე? 55 მილიონი vs 100 ათასი.

ინგა გრიგოლია

არაო,ფინანსთა მინისტრმა,მერე რა ,რომ სხვებს მილიონების ვალის დაფარვა გადავუვადეთო, ის,,იმედი,, ,,მაესტრო,, და ,,რუსთავიაო,, …თქვენ ვინ ხართ, რას ითხოვთო. თქვენი ბამბაც ჩხიალებსო და ორ კვირასაც არ გაცდით, სულს ამოგხდით, დაგაინკასოვებთო, მოვქცეულიყავით ჭკვიანად, არ გაგვეშუქებინა, რასაც ვაშუქებთ, მხოლოდ ხელისუფლება გვყოლოდა გადაცემებში და ორუელის წიგნები გვეჩუქებინა მათთვის და ყველაფერი კარგად იქნებოდა! ეხლა იმტვრიეთ თავებიო…

ასეთი უსამართლობის დროს ენერგია ასმაგდება ხოლმე,  ამიერიდან უფრო მაგრად ვიმუშავებთ , მადლობა მოტივაციის კიდევ უფრო ამაღლებისთვის. და პაჩკა-პაჩკა ჩაუთვალეთ მილიონები თქვენს მაქებარ არხებს, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!..

შეგახსენებთ

ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ რამდენიმე ტელევიზიას ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ტელევიზიებს შორისაა ”რუსთავი 2”, ”ტელეკომპანია პირველი” და ტელეკომპანია ”კავკასია”.

https://www.gmtv.ge/69534-2/