თამარ ტალიაშვილი: თბილისში განხორციელებული პროექტები ევროპის სხვა ქალაქებისთვის სანიმუშოდ მიიჩნევა

თამარ ტალიაშვილი: თბილისის რეკორდული ბიუჯეტი მომავალზეა ორიენტირებული

ბატონო კახი, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი საქმიანობის 2 წლის ანგარიში, ხედვა სოციალურ და სხვა გამოწვევებთან მიმართებით და განვიხილავთ მომავალი წლის ბიუჯეტს.

მე როგორც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თბილისში განხორციელებული მასშტაბური სატრანსპორტო, ეკოლოგიური და თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის პროექტები სანიმუშოდ არის მიჩნეული ევროპის სხვა ქალაქებისათვის.

ამის ძირითადი მზეზი არის ის რომ განხორციელებული ინიციატივები ორიენტირებულია თბილისიელების, დედაქალაქის სტუმრებისა და მთლიანად, ურბანული სივრცის მდგრად და გრძელვადიან განვითარებაზე.

ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ გატარებული და დაგეგმილი თითოეული რეფორმის  ეფექტი გამოირჩევა მრავალპროფილურობით, სხვაგვარად რომ ვთვათ, მოსახლეობის  ცხოვრების მრავალ ასპექტს ცვლის ფუნდამენტრად.

ავიღოთ სატრანსპორტო რეფორმის ერთი ნაწილი, 750 ახალი ავტობუსი, დაგეგმილი მოსაცდელი დროის 15 წუთამდე შემცირება,  ეს არის არამარტო კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა, ეს არის ეკოლოგია, მოქნილი და ორგანიზებული საზოგადოებრივი აქტივობა.

შეიძლება ითქვას რომ ეს რეფორმები აზღვევს დედაქალაქის მომავალს. ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როდესაც ფრაზა მომავლის შენება არ არის ფუჭი მაღალფარდოვნება.

ეს არის:

აშენებული და დაგეგმილი 20 ახალი ბაღი და  დამატებით 1500-მდე სამუშაო ადგილი;

22 რეაბილიტირებული ხელოვნების სკოლა და მუზეუმი;

3000-ზე მეტი დაფინანსებული სტუდენტი;

ბავშვებზე მორგებული ქალაქი და მსოფლიო წიგნის დედაქალაქი 2021 წელს;

2000-ზე მეტი გადამზადებული და დასაქმებული პროფესიონალი;

მშენებარე მულტიფუნქციური ცენტრები;

450-ზე მეტი სკვერი, 160-ზე მეტი საბავშვო გასართობი მოედანი;

სამშენებლო კომპანიებით დაზარალებული  6 000-ზე მეტი ოჯახისთვის დაბრუნებული მომავალი!