საკანში შეხვდება ახალ წელს დაკავებული დეკანოზი

პრეზიდენტი წინასაახალწლოდ პატიმრებს არ შეიწყალებს. შესაბამისად, საკანში შეხვდება ახალ წელს დაკავებული დეკანოზიც.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამბობს, რომ  პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მამალაძის შეწყალების პოლიტიკური ნება არ არსებობს.

“პასუხისმგებლობის მოხსნა საპატრიარქოს მხრიდან, ვითომ რეკომენდაცია გადასცეს პრეზიდენტს, არის აბსურდი. ისინი არც კი დაინტერესებულან, რა შედეგი გამოიღო ამ რეკომენდაციამ. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება მანიშნებელია, რომ პრეზიდენტი არ შეიწყალებს მამალაძეს, რადგან სხვა სამართლებლივი ახსნა ამას არ აქვს, ფაქტია, პოლიტიკური ნება არ არსებობს,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.