ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს – მიხეილ სააკაშვილი

ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც „ფეისბუქი“ მის პირად გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილის განცხადებით, იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ძალიან ღირებული გამოცდილება.

„ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს.

ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე.

იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ძალიან ღირებული გამოცდილება. ინგრევა ტრადიციული სამეცნიერო სკოლები.
ეს უბედურება რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ! “ – აცხადებს სააკაშვილი.