“9 ოქტომბრის ღამეს დაიწყება ქუჩების ჩახერგვა, სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებები…”

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერის სოსო შატბერაშვილის განცხადებით 9 ოქტომბრის ღამეს „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩების პიკეტირებასა და დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს. როგორც შატბერაშვილმა „მარშალპრესის“ პრეს–კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული პარტიის წევრები სახელმწიფო გადატრაილების მოწოდებებს გააკეთებენ.

„2012 წელს ხელისუფლებას ჩამოცილებული მილიონრები და მილიარდერები, რამდენიმე დღეში სახელმწიფო გადატრიალებს გეგმავენ. ამ არეულობის ნიადაგაზე, ისევ და ისევ ძალადობრივი და არა არჩევნების გზით, კვლავ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ. ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და მათი ხელისუფლებაში დაბურნების ერთადერთი გზა გახლავთ დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ჩემგან დასახელებული მილიონრები და მილიარდერები, პროფესია – სახწლმწიფო გადამტრიალებლები გალხლავთ: სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, თარგამაძე, ბოკერია და ძმანი მათნი. თითოეული მათგანი გახლავთ მილიარდერი და მათთან ერთად მრავალი მილიონერი, რომლებსაც შერჩათ ნაძარცვი ქონება, თუმცა ეს არ აკმაყოფილებთ და ქონებასთან ერთად ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ. ჩვენი ინფორმაციით, 8 ოქტომბრის ჩათვლით ყველაფერი წყნარად იქნება, ხოლო 8 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ღამეს გამოვლენ და მოუწოდებენ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ. პირველ რიგში, პარლამენტის შენობის წინ გამოვლენ, შემდეგ დაიწყება ქუჩების ჩახერგვა, სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებები, ასევე მოწოდებები რევოლუციისა და დესტაბილიზაციისკენ, ოღონდ დემოკრატიის ეგიდით. ამ ყველაფრის შესახებ, ჩვენ მაისის თვიდან ვაფრთხილებდით მოსახლეობას“, – აცახადებს სოსო შატბერაშვილმა.

კომენტარის დატოვება