ნიკა გვარამიას თქმით, მის ცოლს პროკურატურა უთვალთვალებდა

მარიამ ახალკაცი

მთავარი არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურა მის ცოლს “მანქანის ფლობის” გადასამოწმების მოტივით უთვალთვალებდნენ. გვარამია ამბობს, რომ პროკურატურის წარდგენილი დოკუმენტებით გაირკვა, რომ გამოძიებისთვის საინტერესო მანქანა 28 შემთხვევიდან მხოლოდ ორიში ფიგურირებს.

მთავარი არხის დირექტორი აცხადებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებდნენ, რასაც ადასტურებს ის ოქმები, რომელიც მას გადაეცა.