რადიო ჰერეთის ეთერში ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

რადიო ჰერეთის პირდაპირ ეთერში დებატების დროს ინციდენტი მოხდა.

არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს ლაგოდეხის მუნიცილაპიტეტში ლაშა დვალიშვილს (პაატა ბუეჭულაძის პარტიიდან) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოულოდნელად რადიოს ოფისში შემოვარდნენ ჩვენთვის დაუდგენელი პირები და პირდაპირი ეთერის ჩაშლა სცადეს.

ჰერეთის ეთერში ლაგოდეხი-ყვარლის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დებატები მიმდინარეობს სადაც 12 კანდიდატიდა 7 იღებს მონაწილეობას: ვახტანგ მჭედლიძე – “თავისუფალი დემოკრატები”, ლაშა დვალიშილი – “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის”, ალექსანდრე ვარდოსანიძე- დამოუკიდებელი კანდიდატი, გურამ მაჭარაშვილი – “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”, გურამ კაკალაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. თენგიზ თუთისანი – დამოუკიდებელი კანდიდატი, არჩილ როსეფაშვილი – “საარჩევნო ბლოკი ირმა ინაშვილი დავით თარხან მოურავი” და ისაკო ცქიფურიშვილი – “ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძაობა”.

რადიო ჰერეთი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყონ უსაფრთხოების ზომები რადიოს ტერიტორიაზე.

წყარო: heretifm.com

აუდიო მასალა იხ. ლინკზე: http://www.heretifm.com/?p=42865

 

კომენტარის დატოვება