ჩემთვის კოჰაბიტაცია და ნაციონალების ყოფილი დამფინანსებლები მიუღებელია, ამიტომ მათ „ჩახუტებაში“ შევიტან დისკომფორტს!

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებმა და პარტიის ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის  დასახლების #8 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბაკურ სვანიძემ დღეს, ვაზისუბნის მე-2 მკრ-ნში მოსახლეობასთან მორიგი შეხვდრა გამართეს.

– „ამ უბანში ვიზრდებოდი 6 წლიდან, აქ დავამთავრე სკოლა, აქ ვცხოვრობ და ამ უბნის პრობლემებს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ  ჩემთვის არ არსებობს უბნებად დაყოფა, ყველა უბანში არის საერთო პრობლემა, ამიტომ, მე თუ პარლამენტში ვიქნები, ვიმუშავებ უფრო გლობალურ პრობლემებზე, რადგან ეს „სკვერული“ და ასფალტური“ აზროვნება გვღუპავს. პარლამენტში ადამიანი უნდა შეუშვა არა იმიტომ, რომ კონკრეტულად იმ უბანში სკვერი შეალამაზოს და ასფალტი დააგოს, არამედ ოლქის წარმომადგენელმა უნდა იმუშაოს გაცილებით დიდ საქვეყნო პრობლემებზე.

უამრავი პრობლემაა საქართველოში, მე ვიქნები ვაზიისუბნის, მე-8 ლეგიონის დასახლების, ვარკეთილის ნაწილის წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც იბრძოლებს არა მხოლოდ ამ უბნების პრობლემების მოგვარებისათვის, არამედ ზოგადად საქართველოს პრობლემებზე. უპირველესი ასეთი პრობლემა არის კოჰაბიტაცია, რომლის სასტიკი წინააღმდეგიც ვარ 2012 წლიდანვე. მე, მოგეხსენებათ ვიყავი „ოცნებასთან“ ძალიან დაახლოვებულ წრეებში და მათ საკუთარი სურვილითა და გადაწყვეტილებით გავემიჯნე იმიტომ, რომ მე კოჰაბიტაცია და ნაციონალების ყოფილი დამფინანსებლები რომ დავინახე ამათ გვერდით, ჩემი ზნეობისთვის ეს იყო და არის მიუღებელი. შესაბამისად, უპირველესი ამოცანა იქნება ის, რომ დისკომფორტი შევუქმნა და ხელი შევუშალო ამათ ჩახუტებას, ჩასიყვარულებას, „მამალოსავით“ რომ ლოკავენ ერთმანეთს. მაჟორიტარებად „ოცნებას“ წარდგენილი ჰყავს  „ნაციონალების“ ყოფილი დამფინანსებლები, ამ „მანიაკიზმისა და უბედურების“ მხარდამჭერები, რომლებიც ვითომდა სისტემის მსხვერპლები არიან. ისინი არიან ზუსტად ისეთივე დამნაშავეები, როგორებიც არიან „ნაციონალები“.

ვისაც მოსწონს ის, რომ ეყოლებათ დისკომფორტის შემტანი „ოცნებასა“ და „ნაციონალების“ ჩახუტების საკითში, არჩევნებზე შემოხაზონ #25“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის დასახლების #8 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბაკურ სვანიძემ.

კომენტარის დატოვება