“ამ სისტემის დედაც” – ხმაურია ცერემონიების სასახლესთან

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გიორგი გახარია მინისტრებსა და ელჩებს ხვდება. შეხვედრა აქციისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ადგილზე მივიდნენ “სირცხვილიას” და “შეცვალეს” აქტივისტები. მათ ადგილზე ბანერი მიიტანეს, წარწერით – “ამ სისტემის დედაც”, რომლის გაშლასაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.