ქანთარია ოპოზიციის პროტესტს “ნაციონალების ჭიჭყინს” უწოდებს

მარიამ ახალკაცი 

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის შეკრება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ვიცესპიკერ გიორგი კაციანის თქმით, საუბარი იყო მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე და კომიტეტებში დაგეგმილ პროექტებზე.

უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს “ნაციონალური მოძრაობის” ჭიჭყინი უწოდა:

“კომიტეტის მუშაობა, რეგიონების მდგომარეობა… ნელნელა შევდივართ საარჩევნო ფაზაში და გვინდა რომ ყველაფერი იყოს გააზრებული, რაც შეეხება გარეთ ნაციონალური მოძრაობის ჭიჭყინს, ამაზეც გვქონდა… რა ვუყოთ ამ ხალხს, შევწვათ, მოვხარშოთ, ნახევარი ესე, ნახევარი ისე…სად წავიდნენ, მაგრამ ეს მათი საქმეა,”- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.