რომის პაპი აზერბაიჯანში ჩავიდა

საქართველოს შემდეგ რომის პაპი აზერბაიჯანს ეწვია. მას აეროპორტში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე იაკუბ ეიუბოვი და სხვა მაღალჩინოსნები დახვდნენ.

საქართველოდან პაპი გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ გააცილეს.

გაცილების ოფიციალურ ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე მონაწილეობდნენ.

კომენტარის დატოვება