“გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის ტალღის მომზადებაზე…”

გიგი უგულავას დაკავების შემდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციამ განცხადება გააკეთა. შალვა ნათელაშვილის თქმით ოპოზიცია გადადის დაუმორჩილების რეჟიმზე.

-ვიწყებთ კონსულტაციებს და მზადებას სახალხო ქუჩის ტალღის ასაგორებლად! ემზადოს რეჟიმი! ჩვენ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, კონსულტაციებს და რაუნდებს-განაცხადა ნათელაშვილმა.