უგულავამ თვითონაც იცოდა, რომ 50 მილიონის მოპარვა არ შერჩებოდა

„გიგი უგულავამ და მისმა თანამოაზრეებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს დაუმთავრებელი საქმე  გასაჩივრებული იყო უზენაეს სასამართლოში, მათ იცოდნენ ის მძიმე რეალობაც რაც მოყვებოდა ამ დანაშაულს. რომელი პროკურატურაც არ უნდა ყოფილიყო  მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ამ თემაზე  კომპრომისზე არ წავიდოდა.“- აცხადებს ვიცე სპიკერი გია ვოლსკი გიგი უგულავას დაკავების საქმესთან დაკავშირებით.

კონკრეტული ქალაქის მერები და საკრებულოს წარმომადგენლები 200-500 ათასის გაფლანგვისთვის არიან დაკავებული და პროკურატურა მხოლოდ იმის გამო რომ აქ პოლიტიკური თემაც არსებობს, დათმობაზე არ წავიდოდა, ამბობს ვიცე მერი.

ვოლსკი ეჭვს გამოთქვამს, რომ  უგულავას ბოლოდროინდელი აგრესიული პოლიტიკური აქტივობები ამასთან იყო დაკავშირებული და თვითონაც კარგად აცნობიერებდა, რომ 50 მილიონის მოპარვა ასე ადვილად არ ჩაივლიდა.