“უნდა ელაპარაკო ყველას, თუნდაც ეს ოკუპანტი იყოს”

რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით  უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ  ქართულ მხარეს ხისტი, მაგრამ პრაგმატული პოზიცია უკავია. “თვითოეულ ნაბიჯს ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან, დასავლეთთან ვათანხმებთ, თუმცა  ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ელაპარაკო ყველას, თუნდაც შენი ქვეყნის ოკუპანტი იყოს. ვფიქრობთ, რომ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც უხერხულობას არ შეგვიქმნის საერთაშორისო დონეზე”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.