პარლამენტთან შეხლა-შემოხლა მოხდა

ამ წუთებში პარლამენტთან ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ოპოზიციის ლიდერებს სამართალდამცავები  საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მიახლოებას აუკრძალეს,  რასაც ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილება და დაპირისპირება მოყვა. ოპოზიცია ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის პოსტზე არჩევას ეწინააღმდეგება.