რუსეთი და უკრაინა აპრილში ტყვეებს გაცვლიან

რუსეთი და უკრაინა ტყვეებს მომავალ ნორმანდიულ სამიტამდე გაცვლიან. ამის შესახებ  უკრაინის  საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე  14 თებერვალს სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმაც ისაუბრეს.

მორიგი ნორმანდიული სამიტის გამართვა აპრილში იგეგმება. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმრ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მონაწილეობით ნორმანდიული ოთხეულის პირველი შეხვედრა 2019 წლის 9 დეკემბერს გაიმართა, სადაც  სხვადასხვა საკითხებთან ერთად კონფლიქტის ზონაში  2019 წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზეც შეთანხმდნენ.