დავით თევზაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„დავით თევზაძე-საქართველოს მშვიდობისთვის“ ლიდერი წინასაარჩევნო მარათონს აგრძელებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

  ძვირფასო მეგობრებო და ფბომხმარებლებო!
ვინაიდან განცდა მაქვს, რომ რაღაც მეტის მოსმენა გინდათ ჩემგან, საარჩევნო მარათონის ბოლო აკორდად, გადავწყვიტე თქვენთან ლაივპრესკონფერენციის ჩატარება ამავე ფბგვერდის საშუალებით. პრესკონფერენცია შედგება .. 6 ოქტომბერს, საღმოს 9 სათზე და გარძელდება ღამის 12 საათამდე, რის მერე დაგემშვიდობებით, ვინაიდან პირველის ერთი წუთიდან უკვე 7 ოქტომბერი იქნება, რაც კანონის მიხედვით დუმილის დღედ არის მიჩნეული და საარჩევნო სუბიექტს ამომრჩეველთან კომუნიკაია ეკრძალება. თქვენ საშუალება გექნებათ, დაუძაბავად, ლაივშივე დამისვათ კითხვები და მოისმინოთ ჩემი შეხედულება თვენთვის საინტერესო თემის გარშემო. გეპატიჟებით ყველას, ვინაიდან ჩემი თანამოქალაქეები ხართ და არასოდეს არ დამიყვიხართ ვიმეს მომხრეებად ან მოწინააღმდეგეებად, ხოლო პოლიტიკური შეხედულება არასოდეს გამიხდია პირადი სიმპატიაანტიპატიის საბაბად. პირიქით, ბედნიერი ვარ, რომ სხვადასხვანი ხართ, სხვადასხვანაირად აზროვნებთ და სხვადასხვანაირად ხედავთ და გესმით ეს სამყარო. თქვენ თქვენი საქართველო გაქვთ, რომელიც ისეთივე ლამაზია, როგორიც ჩემი და სწორედ ეს სხვადახვანაირობაა მიმაჩნდა ერთადერთი იმედად ჩვენი განვითარებისა და გადარჩენის. წლებს მანძილზე, სწორედაც რომ ეს მაძლევდა სტიმულს, უმძიმესი პირობების მიუხედავად, მემსახურა ისე, როგორც შემეძლო, ძალების დაუზოგავად, ბოლომდე.
ამგავარად, გიწვევთ ლაივში, 6-ში, ხუთშაბათს, საღამოს 9 საათზე.

P.S. ერთადერთი შემაფერხებელი გარემოება შეიძლება ინტერნეტის სავარაუდო გაუმართაობა აღმოჩნდეს. ამასაც ვითვალისწინებ და ასეთ შემთხვევაში, წინასწარ ვითხოვ შენდობას. სხვის მაგივრად, მაგრამ მაინც.”

 

კომენტარის დატოვება