მერაბ ღოღობერიძე გიორგი პაპუაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის და მისი ოჯახისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ითხოვს.

ღოღობერიძის თქმით,  პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოწურული აქვს, რის გამოც ის ამ პრივილეგიით აღარ უნდა სარგებლობდეს. სახელმწიფო დაცვის ყოფნა ღოღობერიძემ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ბათუმში, პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან გააპროტესტა და ვითარების გასარკვევად ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახა. სამართალდამცავებმა  ტერიტორია ოქმის გაფორმების შემდეგ უკომენტაროდ დატოვეს.

კომენტარის დატოვება