“როგორ იცავდნენ, „რუსთავი 2“-ს როგორც ჭეშმარიტების ბოლო საფეხურს”

„სასამართლო მიდიოდა და ორი დაზარალებული მესაკუთრე დავობდა, როცა ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენელი გამოდიოდა და მძაფრ გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ. როგორ იცავდნენ, „რუსთავი 2“-ს როგორც თავისუფლების ეტალონს და ჭეშმარიტების ბოლო საფეხურს. იქ ძალიან ცნობილი მოცეკვავეები, მწერლები მიდიოდნენ და ახლა გამოვიდნენ. როგორ დაამახინჯეს და ამას თაღლითობა ჰქვია და სასამართლოზე მუხლიც კია, მაგრამ ჟურნალისტებს ხომ არ გამოვეკიდებით? ძლიერი და თავისუფალი მედიის სახედ მოიაზრებდნენ, ასეთი ტელევიზიაც უნდა იყოს და ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას. მომხრე ვარ, რომ საზოგადოებამ ისწავლოს და დაღეჭილი არ მიაწოდო, ამის მომხრე ვარ, მაგრამ ვინც განცხადებებს აკეთებდა, არ რცხვენიათ ახლა? – აბა, გამოვიდნენ და გააკრიტიკონ. ერთხელ მაინც თქვან, რომ რცხვენიათ, რომ ამ ტელევიზიას იცავდნენ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარის დატოვება