ზურაბ ადეიშვილს “იბერიის” იძულებით დახურვის საქმეზე პატიმრობა მიესაჯა

ზურაბ ადეიშვილი  ტელეკომპანია “იბერიის” დახურვისა და ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის გამო საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო და  ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს კი 40 ათასიანი ჯარიმა დაეკისრა. ორივე მათგანს გარკვეული დროის მანძილზე,  (ორი წლით და სამი თვის ვადით),   ეკრძალებათ  თანამდებობის დაკავება.  როგორც არსებულ საქმეშია ნათქვამი, არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების ფიქტიური გადაფორმების წერილობითი დოკუმენტები, რომელიც ღამით არასამუშაო დროს არის გასხვისებული.