გრემის სიახლოვეს მშენებლობის დაწყებას პროტესტი მოყვა

ყვარლის რაიონში გრემის მთავარანგელოზის მამათა მონასტერთან რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ტაძრის მიმდებარედ  ტურისტული ობიექტის აშენებას აპროტესტებს. მათი მტკიცებით,  ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შეიყვანეს და ეკლესიას დანგრევა ემუქრება.

მონასტრის მღვდელმონაზონი იოანე ამბობს, რომ როდესაც ტექნიკამ მიწის დაბურღვა დაიწყო,  ტაძრის გუმბათიდან   ბათქაში ჩამოცვივდა.

“აქ წმინდა ადგილებია, იმართება  სახალხო დღესასწაულები და არ შეიძლება აუზები და ტუალეტები აქ აშენდეს”- აცხადებენ  აქციის მონაწილეები.

ადგილზე სიტუაციის გასარკვევად კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის თანამშრომლები ჩავიდნენ.

აქციის მონაწილეებს კორპორაცია  “გრემის”  ხელმძღვანელი  გაესაუბრა და განუმარტა, რომ აღნიშნულ ადგილას არა სასტუმრო და აუზები, არამედ იგეგმება ისეთი შენობის აგება, სადაც  საცხობი იქნება  და  ღვინოსთან ერთად სხვა ალკოჰოლური სასმელებიც გაიყიდება.  ტურისტებისთვის მოეწყობა სივრცე, სადაც კახური ტრადიციების გაცნობა მოხდება. როგორც ნიკა თუშიშვილმა აღნიშნა პროექტი საპატრიარქოსთან უკვე შეთანხმებულია

ადგილობრივები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და ამბობენ, რომ არანაირი  შენობის აგებას არ დაუშვებენ.