ნიუ-იორკი, დედის დღე – მონატრება და იმედი… (ფოტორეპორტაჟი)

3 მარტს, დედის დღე ნიუ იორკის პირველ ქართულ რესტორანში ,, ფიროსმანი” დათო არჩვაძის სოლო კონცერტით აღნიშნეს ქართველმაემიგრანტებმა . საღამოს დაესწრო გენერალური კონსული ნიუ იორკში ქალბატონი  დიანა ჟღენტი და ვიცე კონსული ეკა ნინუა .

მონატრებული საქართველო , ნოსტალგია , სიყვარული, ურთიერთობები , ღირებულებები – ეს ყველაფერი ერთად იგრძნობოდა როგორც ავტორ – შემსრულებლის შემოქმედებიდან, ასევე ,,პატარა საქართველოდან “- სივრციდან, სადაც დედებს განსაკუთრებულად ეფერებოდნენ . შესრულდა ნაცნობი სიმღერები , აღჟერდა რამდენიმე ახალიც, თუმცა პრემიერა სიმღერის ,, შენს ნანინას ვეფერები ნაფერებს “ ( მუსიკის ავტორი : დათო არჩვაძე , ტექსტი : ლელა ნინუა , გია დავითიანის შესრულებით კი იმედზე 3 მარტს შედგა ) ამ საღამოს ლაიტმოტივი გახლდათ.

-ჩვენი ერთად ყოფნა და ქართულ ღირებულებებზე ხშირად საუბრები, ხელოვნების ქომაგობა და მით უფრო დედების დაფასება არის ყველაზე მთავარი ცხოვრების ყველა ეტაპზე და ყველგან . მიხარია რომ ვართ ერთად და ვმასპინძლობთ ყველასათვის უსაყვარლეს ხელოვანს დავით არჩვაძეს , მის შემოქმედებას ვისმენთ და რაც მთავარია ვართ ერთმანეთის იმედი და ვეფერებით დედებს “ – განაცხადა დიანა ჟღენტმა .

საღამოს ესწრებოდა უხუცესი ემიგრანტი – დედა ქალბატონი  ლეილა მჭედლიშვილი , რომელიც გობელენზე მუშაობს და არის რამდენიმე წიგნის ავტორი , მან საჩუქრად მისი ნამუშევარი და წიგნი გადასცა დათოს, ემიგრანტმა აფხაზეთიდან ლუიზა ჩოჩიამ დათოს სუმღერა შეასრულა . ექსპრომტად შედგა ტანდემი დათო არჩვაძესა და ემიგრანტ ხელოვანებს შორის , დათომ მზია ბეკურიშვილთან და მანანა ჩიტაურთან ერთ- ერთი სიმღერის ახლებური ვერსიაც შემოგვთავაზა . ემიგრანტ ელზა კვარაცხელიას სიურპრიზი კი დათოს ფინალში ელოდა , ულამაზესი ტორტი ,, თბილისოს “ ცოცხალი შესრულებით გაიჭრა და სამომავლოდ კარგი და სასიამოვნო საღამოების იმედად მომავალში ყველა ერთხმად უმღეროდა მონატრებულ თბილისს.

საღამოს ორგანიზატორი იყო ჟურნალისტი და პოეტი ლელა ნინუა.

ფოტორეპორტაჟი:

მიშა ყანდარელის ფოტოები