პაატა მხეიძე: ახალგაზრდობის ხელშეწყობა და მხარდაჭერა – ჩემი მიზანია!

R

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის 29-ე ოლქის   მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. არჩევნებამდე 4 დღით ადრე კანდიდატი ამომრჩეველს სამოქმედო გეგმას და პროექტებს აცნობს.

-„დღეს არაჩვეულებრივი რუსთაველი გოგონა გავიცანი – საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი კიკბოქსინგში მონიკა არქანია. ის თავის პირველ მწვრთნელთან ამირან ანჯაფარიძესთან ერთად გვესტუმრა და ბოლო წარმატების ამბები გაგვიზიარა. ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ტურნირიდან კიშენკოს თასი და ოქროს მედალი ჩამოიტანა. თავად ბევრს არ საუბრობს საკუთარ თავზე, მისი პირველი მასწავლებელი კი სიამაყით გვიყვება, როგორ დააინტერესა და შეაყვარა 11 წლის მონიკას კიკბოქსინგი და როგორ აქცია 3 წელიწადში საქართველოს ნაკრების წევრად და ჩემპიონად. მონიკა დევნილია და სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილი, ბევრი სირთულეების გადალახვა უწევს ამ ლამაზ პატარა ჩემპიონ გოგონას, მხოლოდ საკუთარი მონდომებით და შრომით აღწევს წარმატებებს. წინსვლა და ბევრი გამარჯვება მინდა ვუსურვო ამ საოცარ გოგონას და ვისურვო ბევრი წარმატებული და სახელოვანი ჩემპიონი ჩვენს ქალაქს. რუსთავი ყოველთვის იყო ჩემპიონთა ქალაქი, ახალი ვარსკვლავების აღმოჩენა, მათი ხელშეწყობა და მხარდაჭერა კი – ჩემი მიზანია!“-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა მხეიძემ.

14494621_1155105021224444_5361035986596433409_n 14595535_1155105024557777_6321932315522802907_n

 

კომენტარის დატოვება