ჩვენი პოლიტიკური პარტია არის მომავალზე ორიენტირებული – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების 4 თვიანი  შედეგი  მიმოიხილა.

როგორც თალაკვაძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიგინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ მისი ძირითადი პრიორიტეტი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებაა.

თალაკვაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.

“როგორც იცით, გუშინ პოლიტიკური მოლაპარაკებები და დიალოგი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დასრულდა. პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. ამით ჩვენ, როგორც მმართველმა ძალამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა, დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება არის მიღწევა და არის პროგრესული გადაწყვეტილება ყველა მხარისათვის და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა მზად არის დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიის გაძლიერებას და ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად და სამართლიანად.