მაჟორიტარად საკუთარ თავს არ განვიხილავ – გიორგი მარგველაშვილის კომენტარი

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს რომ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად საკუთარ თავს არ განიხილავს. ამის შესახებ მან დღეს, 9 მარტს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, მას სურს გლობალური საკითხების გადაწყვეტა, ვიდრე მაჟორიტარის რანგში “ერთ უბანში ჩაკეტვა”.

ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების შეხვედრას დაესწრო და მათ საარჩევნო ცვლილებების პროცესში გამარჯვება მიულოცა:

“მინდა რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ძალიან დიდი ხნის ნანატრ მიზანს, რომ ბოლოს და ბოლოს არჩევნები იყოს შეჯიბრება და არა ხმების მოპარვა, მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა მადლობა და გამარჯვება მივულოცო”.