ინფექციური საავადმყოფოს 33 პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

,,ლუგარის ლაბორატორიაში ” ჩატარებულმა კვლევამ კორონავირუსით COVID-19 დაავადება არ დაუდასტურა 33 პაციენტს, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს, 10 მარტს მედიას აცნობა, რომ ტესტირება 9 მარტს, ორ ეტაპად ჩატარდა და 33-ივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. ამ პაციენტების ნაწილი საკარანტინო სივრცეში, ან თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.