სესხებზე 3 თვიან საშეღავათო პირობებს მომხმარებელს Liberty ბანკიც სთავაზობს

სესხებზე 3 თვიან საშეღავათო პირობებს მომხმარებელს Liberty ბანკიც სთავაზობს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვისცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შევთავაზოთ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი.

დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.

ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მივაწვდით ინდივიდუალურად.

მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეთავაზების შეჩერება შესაძლებელი იქნება ლიბერთის ბანკომატებიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე” – აღნიშნულია განცხადებაში.

სესხებზე 3 თვიანი შეღავათი გააკეთეს თიბისი და საქართველოს ბანკებმა.

https://www.gmtv.ge/73634-2/