მერია ბაღებისთვის განკუთვნილ პროდუქტს ბავშვების ოჯახებს დაურიგებს

მერია ბაღებისთვის განკუთვნილ პროდუქტს ბავშვების ოჯახებს დაურიგებს – ახალი გადაწყვეტილება დღეს საზოგადოებას დედაქალაქის მერმა გააცნო.

“დღეს მსურს, თბილისის მერიის კიდევ ერთი ინიციატივა გაგაცნოთ და ეს შეეხება ჩვენს პატარებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც შეწყვეტილია. საბავშვო ბაღს ჩვენს ქალაქში აკისრია, როგორც აღმზრდელობითი, ასევე გარკვეული სოციალური ფუნქციაც.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახისთვის, ბევრი მშობლისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების თვალსაზრისით, არამედ ბავშვისთვის კვების სრულფასოვანი რაციონის მისაღებადაც. სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებს და ბავშვებს შესაძლოა სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც შეიძლება ბევრ მშობელს საკუთარი ყოველდღიური შემოსავლის და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისითაც გარკვეული შეფერხებები აქვს.

აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფულჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, გავატანოთ ბავშვების მშობლებს სახლში,”-განაცხადა კახა კალაძემ.