პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ. მათ შორისაა რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა ექნება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ეს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა უწყებამ საქმიანობა, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით წარმართოს.