იტალიაში “კოვიდ-19” გარდაცვლილთა რიცხვმა იკლო

მსოფლიო მასშტაბით “კოვიდ 19”-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. იტალიაში უკვე 28 ათასი ინფიცირებულია,  ბოლო  24 საათში  კი 349 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღესთან შედარებით ნაკლებია. საფრანგეთში დაინფიცირებულთა რაოდენობა 6500-ია, აქედან ორი პარლამენტარი.

კორონავირუსი დაუდასტურდა პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრსაც, რომელმაც ინფორმაცია თავისი დაინფიცირების შესახებ საკუთარ ტვიტერზე განაცხადა და აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს. პოლონეთშივე ვირუსის 156 შემთხვევაა გამოვლენილი, სამი კი გარდაცვლილია.   სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 მარტიდან ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება ამერიკაშიც. აშშ-ს მიერ შემუშავებული ანტივირუსი 43 წლის პირველ მოხალისე ქალბატონზე უკვე გამოსცადეს. როგორც ექსპერტები ამბობენ  ვაქცინის გამოცდას დინამიკაში დაკვირვება და დრო ჭირდება.