ბოლო ერთი კვირაა ბიზნეს სექტორის გამწარებული ლანძღვა ისმის-ნოდარ სირბილაძე

ბოლო ერთი კვირაა ბიზნეს სექტორის გამწარებული ლანძღვა ისმის, ფასებს უმატებენ პროდუქტს ეს დამპლებიო. საჭიროდ ჩავთვალე რომ თქვენთვის ამ ყველაფრის მეორე მხარეც დამენახებინა.

მოკლედ..

ეკონომიკის შესავალშივე ძალიან ნათლადაა აღწერილი რომ, როცა პროდუქტზე მოთხოვნა იმატებს, ხოლო მიწოდება იგივე რჩება ესეიგი ფასმაც ლოგიკურად უნდა მოიმატოს.

ანუ რატომაა ეს აქსიომა აუცილებელი?

ვთქვათ ქვეყანაში პანიკაა. მაშინ ხალხი არა რაციონალური გონის, არამედ სტიმულების ხარჯზე მოქმედებს(რაც დამღუპველია). შესბამისად, თუ სიტყვაზე მას სჭირდებოდა 4 კგ შაქარი მთელი თვის მანძილზე ახლა შეიძლება მან იყიდოს 10 კგ შაქარი. ამით ის მოიგებს რა თქმა უნდა რადგან ბევრს იყიდის, დაიმარაგებს სახლში თბილად, მაგრამ მაღაზიაში მარაგი რომ ამოიწურება მე როგორც რეზიდენტი ხო უკვე წაგებაში ვარ რადგან მათი პანიკისა და არარაციონალური ქმედების გამო საერთოდ არ შემხვდა შაქარი? შესაბამისად ამიტომაა აუცილებელი ფასის ზრდა, რაც ამ სტიმულებს აყოლილ ადამიანს აიძულებს არა 10 კგ შაქარი იყიდოს არამედ უფრო ნაკლები, ანუ იმდენი რომ მთელი თვე ეყოს და არა სახლში დაიმარაგოს ტომრებით. შესაბამისად მეც ლოგიკურად მექნება უკვე ხელმისაწვდომობა შაქარზე რადგან ჩემთვისაც დარჩება ერთი ორი კგ.
ეს შაქრის მაგალითია, თუმცა სინამდვილეში ყველა საქონელზე პირბადეებზე, სურსათზე და ა.შ სწორედ ეს მოცემულობა ვრცელდება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე…

ფასები არის ყველაზე ეფექტიანი ინდიკატორი რომელიც ხელს უწყობს საქონლის ეფექტურ გადანაწილებას მოსახლეობას შორის.