“შეეშვას ხელისუფლება კეკლუცობას”

კორონავირუსი და ქართულ ბიზნესზე დადებული ინკასო – ეს ის თემებია, რის შესახებაც პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ისაუბრა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, , ხელისუფლებას ამ  უმძიმეს სიტუაციაში კიდევ უფრო მეტად უნდა „ყელში წაუჭიროს ქართულ ბიზნესს“.

კერძო სექტორი უზარმაზარი პრობლემების წინაშე დგას, ჯერ ის, რომ თანამშრომლებზე ხელფასებს ვერ გასცემს და ახლა ფინანსთა სამინისტრომ ინკასო  დაადო. ასობით ადამიანი გვიკავშირდება, და გვეუბნება, რომ  ხელფასებს ვერ გასცემენ, რადგან  ანგარიშები გაყინულია.

გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებით, კი ვაშაძემ აღნიშნა, რომ  ხელისუფლება ტელევიზიებთან კეკლუცობასა უნდა შეეშვას და კონკრეტული საქმის კეთებაზე გადავიდეს. მისი თქმით კორონავირუსის ინფიცირების შესამოწმებელი ტესტების შემოტანაზე ყოველგვარი რეგულაციები უნდა გაუქმდეს.

“დღეს გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და  გვეუბნება, რომ რაღაც ბიუროკრატიული პროცედურიდან გამომდინარე ხუთ  კომპანიას უარი უთხრეს ტესტების შემოტანაზე. ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ყველას უნდა, რომ ტესტი გაიკეთოს, რათა დარწმუნდეს, რომ მას არ აქვს ეს დაავადება. თქვენ კი ამ დროს ბიუროკრატიაში ხართ ჩაფლულები. გამოსავალი  მარტივია, ყველა კერძო ლაბორატორია უნდა ჩართოთ ამ პროგრამაში.” –  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.