საპატრიარქო სასულიერო პირებს პირადი მოსაზრებებისგან თავშეკავებას სთხოვს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც  სასულიერო პირებს პირადი მოსაზრებებისგან თავშეკავებას სთხოვს.

“კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა  სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00  საათზე  გაიმართება.”-ნათქვამია განცხადებაში