საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოც მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

ერთი თვის განმავლობაში წყდება საკომიტეტო განხილვები, სესია კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩატარდება. სხდომები გაიმართება საჭიროებისამებრ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე გაკეთდა.

დეპუტატებმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.